loader

"ისლამური სახელმწიფო" ახალი წლის ღამეს ტერაქტების მოწყობით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფო" ახალი წლის ღამეს ტერაქტების მოწყობით იმუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ახალი წლის ღამეს მორიგი ტერაქტების მოწყობით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაკავშირებული მედიაგამოცემები ავრცელებენ.

მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკი არის გამოსახული, წარწერებით "ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე", "გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს... დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება" და "შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე".

"ისლამური სახელმწიფო" მოვიდა, რომ დარჩეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ მთელი მსოფლიო არ იცხოვრებს შარიათის წესებით. ჩვენ ვიბატონებთ ვაშინგტონიდან მოსკოვამდე, ევროპიდან ჩინეთამდე და ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს", - ამბობს ვიდეოში ავტომატით შეიარაღებული ნიღბიანი პირი.