loader

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი, მათ შორის, ერთი წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე გამართულ პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მონაცემები წინასწარია და მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დე ბლაზიოს განცხადებით, ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დენიელ ნაიგროს თქმით, ყველაზე უმცროსი გარდაცვლილი ერთი წლის, ხოლო ყველაზე უფროსი - 50-ზე მეტი წლის იყო.

ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში, ხუთსართულიან, 25-ბინიან სახლში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. 150-ზე მეტი მეხანძრე შემთხვევის ადგილზე 3 წუთში გამოცხადდა. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ ხანძარს ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი უწოდა.