loader

მძიმე კადრები: მამაკაცი, რომელმაც უკრაინის ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა, ასაფეთქებელი მოწყობილობის დემონსტრირებას ახდენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები: მამაკაცი, რომელმაც უკრაინის ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა, ასაფეთქებელი მოწყობილობის დემონსტრირებას ახდენს

ხარკოვში, უკრაინის ფოსტის შენობიდან 5 მძევალია გათავისუფლებული, - ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პრესსპიკერზე, სვიატოსლავ ცეგოლკოზე დაყრდნობით წერს. ცეგოლკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასაჯაროვებს, სადაც ნათქვამია, რომ მამაკაცმა, რომელმაც ხარკოვში 11 მძევალი აიყვანა, სამი ქალი და ორი ბავშვი გაათავისუფლა.

უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებული მძევლები, სასწრაფო დახმარების მანქანებით შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.

ბოროტმოქმედმა მომლაპარაკებელ პირთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდეს.

მამაკაცთან, რომელმაც ხარკოვში, ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს.

ხარკოვში, ფოსტის შენობაში შეჭრილმა მამაკაცმა 11 მძევალი აიყვანა


წყარო: 112.ua