loader

"ტრამპ თაუერში" ხანძარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტრამპ თაუერში" ხანძარია

ნიუ-იორკში, "ტრამპ თაუერში" ხანძარია. cbsnews-ის ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაჩნდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები აზიარებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ ამოდის შავი ბოლი შენობიდან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის საცხოვრებელი აპარტამენტი და ბიზნესცენტრი მდებარეობს.

"ტრამპ თაუერი" 58-სართულიანი შენობაა, რომელიც ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარეობს. თეთრ სახლში გადასვლამდე დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად სწორედ აღნიშნულ ცათამბჯენში ცხოვრობდა.