loader

"ფემენის" ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩეხეთის პრეზიდენტს თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფემენის" ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩეხეთის პრეზიდენტს თავს დაესხა

პრაღაში, საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მისაცემად ქვეყნის პრეზიდენტი მილოშ ზემანი მივიდა, მასთან "ფემენის" ნახევრად შიშველმა აქტივისტმა ქალმა მიირბინა, რომელიც პრეზიდენტის შესვლას ჟურნალისტებთან ერთად ელოდა.

იმ დროს, როდესაც მილოშ ზემანი ხმის მისაცემ ბიულეტენს იღებდა, აქტივისტი ადგილიდან გამოიქცა, გაშიშვლდა და პრეზიდენტთან მიირბინა. პირადმა მცველმა შიშველი ქალბატონი მოიგერია, დაცვის სხვა წევრმა კი პრეზიდენტის შეკავება მოახერხა და ოთახიდან გაიყვანა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა.

შემთხვევის კომენტირებისას ზემანმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია "ფემენის" მიერ მასზე თავდასხმა, რადგან ადრე ეს აქტივისტები თავს დასხმიან რომის პაპსაც.

დღეს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს და ბოლო გამოკითხვების თანახმად, გამარჯვებას მილოშ ზემანს უწინასწარმეტყველებენ.