loader

უნიკალური შემთხვევა - აშშ-ში 24 წლის წინ გაყინული ემბრიონისგან ჯანმრთელი გოგონა დაიბადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური შემთხვევა - აშშ-ში 24 წლის წინ გაყინული ემბრიონისგან ჯანმრთელი გოგონა დაიბადა

ამერიკის შტატ ტენესში ცოლ-ქმარი ბენჟამინ და თინა გიბსონები უჩვეულო ბავშვის მშობლები გახდნენ.

გოგონა ქვეყანას იმ ემბრიონისგან მოევლინა, რომელიც 24 წლის განმავლობაში გაყინული ინახებოდა.

26 წლის თინა გიბსონი მაშინ დაფეხმძიმდა, როცა მის საშვილოსნოში დიდი ხნის წინ გაყინული ემბრიონი მოათავსეს. 25 ნოემბერს კი სრულიად ჯანმრთელი გოგონა დაიბადა. ბედნიერმა მშობლებმა გოგონას ემა დაარქვეს.

ტენესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ შემთხვევასთან. ეს ემბრიონის შენახვის ხანგრძლივობის ახალი რეკორდია, რომლისგანაც ბავშვი გაჩნდა - აღნიშნავს ტელეარხი CBS.

გამოდის, რომ თინა გიბსონის ქალიშვილი საკუთარ დედაზე მხოლოდ ერთი წლითაა უმცროსი.


წყარო: CBS