loader

არის თუ არა რიანა ორსულად - "გრემიზე" მომღერლის მომრგვალებული მუცელი უყურადღებოდ არავის დარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არის თუ არა რიანა ორსულად - "გრემიზე" მომღერლის მომრგვალებული მუცელი უყურადღებოდ არავის დარჩა

რიანა "გრემის" დაჯილდოებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა მისმა გამოჩენამ გააჩინა ეჭვი, რომ მომღერალი პირველ ბავშვზეა ორსულად.

პოპ-ვარსკვლავმა სიმღერა Wild Thoughts დიჯეი ხალედთან და ბრაისონ ტილერთან ერთად შეასრულა.

29 წლის მომღერალი ბრჭყვიალა ვარდისფერ კაბაში ბრწყინავდა და "ტვიტერზე" მის გამოჩენისთანავე აჟიოტაჟი ატყდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ ბარბადოსელი პოპ-ვარსკვლავი ორსულად არის.

მომღერლის მომრგვალებული მუცლის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რიანა მილიარდერ ჰასან ჯამილს ხვდება. ჭორების გასაქარწყლებლად მომღერალს სოციალურ ქსელში არაფერი დაუწერია.