loader

კადრები იტალიური გადაცემიდან, რომელშიც ქართველი წყვილის ცხოვრებას "დასცინიან" – ემიგრანტები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები იტალიური გადაცემიდან, რომელშიც ქართველი წყვილის ცხოვრებას "დასცინიან" – ემიგრანტები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ

25 იანვარს, იტალიის სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის მე-2 არხის საღამოს ეთერში გავიდა გადაცემა "Le spose di Costantino", კოსტანტინო დელა გერარდესკასა და ელეონორა ჯორჯის მონაწილეობით. გადაცემის ფორმატი იუმორისტულია. კოსტანტინო ქორწინდება ელეონორაზე, მიჰყავს საქართველოში და იქ რამდენიმე დღე, სამი რიგითი ქართველი წყვილის ყოველდღიურობით ცხოვრობენ. საბოლოოდ კი, აუტანელი ყოფისგან და კოსტანტინოსგან გატანჯული ელეონორა ქმარს ტოვებს და გარბის.

ქართველი ემიგრანტები იტალიური RAI2-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

"პალიტრავიდეო" გთავაზობთ ნაწყვეტს გადაცემიდან, რომელსაც იტალიურმა ტელეკომპანიამ თითქმის 90 წუთი მიუძღვნა.

სრული გადაცემა http://www.raiplay.it/video/2018/01/Le-Spose-di-Costantino-b641b6a7-eca4-41da-9bc7-88c509e57d0c.html


განაგრძეთ კითხვა