loader

მელანიამ მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია და კონგრესში ქმრის გარეშე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელანიამ მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია და კონგრესში ქმრის გარეშე მივიდა

მელანია ტრამპმა მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია და პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაზე კონგრესში ქმრის გარეშე მივიდა. ავტომობილების კოლონა კაპიტოლიუმისკენ თეთრი სახლიდან დაიძრა, სადაც დონალდ ტრამპი და პირველი ლედი სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ. წყვილი ერთად ახალი წლის შემდეგ არავის უნახავს.

კაპიტოლიუმში მელანიას ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდნენ. პირველ ლედის "დოლჩე & გაბანას" თეთრი სამოსი ეცვა. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ სამოსი ემთხვეოდა კონგრესის დემოკრატი წევრების თეთრ ჩაცმულობას - დემოკრატებმა გასულ წელს, ამავე მიმართვის დროს, ტრამპის პოლიტიკა ქალების მიმართ სწორედ თეთრი, სუფრაჟისტების ფერის სამოსით გააპროტესტეს.