loader

ანჯელინა ჯოლი ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი გარეგნობა მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლი ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი გარეგნობა მოექცა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საგანგებო დესპანი ანჯელინა ჯოლი დღეს, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლი შეაქო იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს "საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებისა და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში".

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს პასუხისმგებლობა აკისრია, ქალთა უფლებების დამცველი იყოს.

ნატო-ს საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლებმა და ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით ნატო-ს ძალისხმევაზე ისაუბრეს.