X
ცნობილი გახდა, რა იდო ცისფერ ყუთში, რომელიც მელანიამ მიშელს გადასცა და იმ დღის ყველაზე უხერხულ მომენტად იქცა
11:30 / 01-02-2018
მელანია ტრამპის გადაწყვეტილება, მისი ქმრის ინაუგურაციის დღეს მიშელ ობამასთვის საჩუქარი გადაეცა, დღის ყველაზე უხერხულ მომენტად იქცა.

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ 1 წლის შემდეგ პირველად გაამჟღავნა, რა იდო ცისფერ ყუთში, რომელიც მან მელანიასგან მიიღო. მისი თქმით, საჩუქრის მიღებას არ ელოდა.

"ყუთში ძალიან ლამაზი ჩარჩო იდო", - განაცხადა ობამამ ელენ დეჯენერესთან ინტერვიუში.

ინაუგურაციის დღეს, როდესაც ბარაკ და მიშელ ობამები ტრამპებს თეთრი სახლის შესასვლელთან დახვდნენ, მელანიამ მიშელს ცისფერი ყუთი გადასცა, ამან კი ობამა იმდენად დააბნია, რომ ვერ მიხვდა,
სად უნდა წაეღო საჩუქარი და დაიწყო ადგილის ძებნა, სადაც შეიძლებოდა ყუთი დაედო.

"აბსოლუტურად ყველაფერი პროტოკოლით არის გაწერილი. გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო, სად უნდა დადგე... საჩუქარი კი პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და როდესაც ყუთი გადმომცა, ვერ მივხვდი, სად უნდა დამედო. არავინ მოვიდა ჩემთან საჩუქრის გამოსართმევად. ვფიქრობდი - ფოტოგადაღების დროს უნდა მეჭიროს ხელში ყუთი? საბოლოოდ, ქმარმა გადამარჩინა - გამომართვა საჩუქარი და შიგნით შეიტანა", - ჰყვება მიშელი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ - ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
სენაკი ყურადღების ცენტრშია - საახალწლო ნაძვის ხის მორთვის უცნაურმა ხერხმა საზოგადოება გაახალისა
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?