loader

ჰქონდა თუ არა რომანი დონალდ ტრამპთან - პორნომსახიობმა დუმილი დაარღვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰქონდა თუ არა რომანი დონალდ ტრამპთან - პორნომსახიობმა დუმილი დაარღვია

პორნომსახიობი სტორმი დენიელსი უარყოფს ინფორმაციას, რომ რომანი ჰქონდა დონალდ ტრამპთან.

იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოდიოდა, 38 წლის პორნომსახიობმა განცხადება გაავრცელა.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უამრავჯერ მთხოვეს, კომენტარი გამეკეთებინა ჩემი და დონალდ ტრამპის ურთიერთობის შესახებ, რომელიც, თითქოსდა, ოდესღაც არსებობდა.

საქმეში მონაწილე ორივე მხარემ არაერთხელ უარვყავით ინფორმაცია 2006, 2011, 2017 წლებში და უარვყოფთ ახლაც. არ ვაღიარებ არა იმიტომ, რომ ფული გადამიხადეს გასაჩუმებლად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა“, - წერს დენიელსი.

რამდენიმე კვირის წინ გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა პორნოვარსკვლავს 130,000 დოლარი გადაურიცხა, რათა პრეზიდენტთან რომანის შესახებ არაფერი ეთქვა.

აღნიშნულ ინფორმაციას კოენი უარყოფს.

2011 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა, სტორმი დენიელსი ამბობს, რომ 2006 წელს რომანი ჰქონდა ტრამპთან, რის შემდეგაც ძალიან მალე ის მელანიაზე დაქორწინდა.

უკვე 1 თვეა, აშშ-ის პირველი ლედი ქმართან ერთად არ გამოჩენილა. მან უარი თქვა, ტრამპთან ერთად გამგზავრებულიყო დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. დღეს კი კონგრესში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა, ქმარზე ადრე მივიდა. ავტოკოლონაში ტრამპები სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ.