loader

მარტივი ტექნოლოგია, რომელსაც პატარა სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარტივი ტექნოლოგია, რომელსაც პატარა სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია

ორ წლიანი მუშაობის შემდეგ, Turbulent-ის შემოქმედებითმა გუნდმა, რამდენიმე ინჟინერთან ერთად, ახალი ტექნოლოგია შექმნა. მოწყობილობის დამონტაჟება ნებისმიერი რუს ან პატარა მდინარის მახლობლად არის შესაძლებელი. მორევის პრინციპზე შექმნილი ტექნოლოგია, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და გამომუშავებული ელექტროენერგიით დაახლოებით, 60 ოჯახის უზრუნველყოფა შეუძლია.

ვიდეოში ნაჩვენები ტურბინა ჩილეშია დამონტაჟებული. საინტერესოა, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ე.წ. Fish Friendly-ია ანუ, წყალქვეშა სამყაროს ბინადრების სიცოცხლეს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.