loader

მელანიამ მეუღლესთან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა და მანქანაში ჩაჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელანიამ მეუღლესთან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა და მანქანაში ჩაჯდა

დონალდ ტრამპი ცოლთან და შვილთან, ბერონთან ერთად ფლორიდაში ჩაფრინდა, აშშ-ს პირველი ოჯახი დასვენების დღეებს პალმ ბიჩზე, საკუთარ ვილაში გაატარებს.

ფლორიდაში ჩასვლა, ამჯერად, ხმაურიანი აღმოჩნდა მელანიას გამო, რომელმაც უარი თქვა აეროპორტში ქმართან ერთად სურათები გადაეღო. თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ დონალდი და მელანია ცოტა ხნით უნდა შეჩერებულიყვნენ და ჟურნალისტებს მისალმებოდნენ. პრეზიდენტი შეჩერდა, მელანიამ კი ქმარს გვერდით ჩაუარა და მანქანაში ჩაჯდა.