loader

მაქვს მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ და უნდათ, რომ ის ჩამომართვან - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაქვს მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ და უნდათ, რომ ის ჩამომართვან - მიხეილ სააკაშვილი

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა.

"მე უკრაინაში შარშან, სექტემბერში დავბრუნდი. მას შემდეგ ერთი საბუთი მაქვს, ცნობა, რომლის მეშვეობითაც გადავაადგილდები. ეს ერთადერთი საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ. მე არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს. მე მაქვს მხოლოდ ქაღალდი, ეს ცნობა, რომელიც ადასტურებს, თუ ვინ ვარ მე. თუმცა, მაგალითად, ნოტარიუსები არ იღებენ ამ საბუთს. ახლა კი პოროშენკოს სასამართლოს სურს, ჩამომართვას ეს საბუთი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო, "უკრაინის ხელისუფლებას მაინც მოეღება ბოლო".