loader

თმის საშრობი, რომელიც ცხელი ჰაერის ნაცვლად ცეცხლის ალს უშვებს, "ამაზონზე" იყიდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თმის საშრობი, რომელიც ცხელი ჰაერის ნაცვლად ცეცხლის ალს უშვებს, "ამაზონზე" იყიდებოდა

"ამაზონმა" გაყიდვიდან ამოიღო თმის საშრობი, რომელიც ცხელი ჰაერის ნაცვლად ცეცხლის ალს უშვებდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მცხოვრებმა ერიკა ოგტან სქულბრედმა "ფეისბუქზე" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უჩნდება ცეცხლი ჩართვის დროს კომპანია OraCorp-ის საშრობს. ერიკა აღნიშნავს, რომ მას ხელზე მცირე დამწვრობაც აქვს.

თმის საშრობი სქულბრედმა 19.99 დოლარად შეიძინა. "ამაზონზე" ნივთი ამჟამად აღარ იყიდება, თუმცა ერიკა ამბობს, რომ მწარმოებელი კომპანია ინციდენტს, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.