loader

87 წლის ივან კრასკოს 27 წლის ცოლს ღალატში სდებენ ბრალს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

87 წლის ივან კრასკოს 27 წლის ცოლს ღალატში სდებენ ბრალს

სახალხო არტისტი ივან კრასკო უკვე ორი წელია, საკუთარ მოსწავლესთან, ნატალიასთან ქორწინებაში იმყოფება. არტისტი 87 წლის, გოგონა კი 27 წლის გახლავთ. წყვილი ირწმუნება, რომ ურთიერთობას 60-წლიანი სხვაობა ხელს არ უშლის, თუმცა ახალგაზრდა ცოლის გულწრფელ გრძნობებს ბევრი ეჭვქვეშ აყენებს.

ბოროტი ენები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ნატალი მალე ქმარს, რომელმაც ის ვარსკვლავად ვერ აქცია, განქორწინებას მოსთხოვს, რადგან ახალგაზრდა პარტნიორი უკვე იპოვა. მას ალექსანდრე ჰქვია და არ მალავს, რომ ნატალიაზე შეყვარებულია. მამაკაცი გოგონას ყვავილებით ასაჩუქრებს და მოითხოვს, რომ მათი სიყვარული აღარ დამალონ.

ალექსანდრე სტუდიაში მივიდა, რომ ნატალიას აიძულოს, მასსა და კრასკოს შორის არჩევანი გააკეთოს. ნატალია ამტკიცებს, რომ მამაკაცი იტყუება. ის კვლავ და კვლავ იმეორებს, რომ ქმარი გულწრფელად უყვარს და მისი ერთგულია.

საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ნატალიას სიტყვები სიმართლეს.