loader

ქართველი "კანონიერი ქურდის", "გეგა ოზურგეთსკის" კიევიდან დეპორტაციის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი "კანონიერი ქურდის", "გეგა ოზურგეთსკის" კიევიდან დეპორტაციის კადრები

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გეგა ოზურგეთსკი" დააკავა და უკრაინიდან გააძევა, - ამის შესახებ კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს კომუნიკაციის განყოფილება იუწყება.

"საქართველოს მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მართვას და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან გავლენის სფეროების გადანაწილებას გეგმავდა. ის უკრაინიდან ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვით გააძევეს", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

"42 წლის ქართველი საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ის 2014 წელს "ქურდად აკურთხეს". უკრაინის ტერიტორიაზე, ოდესაში ის 2017 წელს შემოვიდა, შემდეგ კი კიევში გადმოსახლდა", - განაცხადა კიევში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.