loader

კადრები, რომლებიც შეგძრავთ: როგორ გამოიყურება სასტუმრო 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომლებიც შეგძრავთ: როგორ გამოიყურება სასტუმრო 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

ტაივანში, ქალაქ ჰუალიანში ძლიერი მიწისძვრის გამო სასტუმროს შენობის ნანგრევებში 29 ადამიანია მოყოლილი, - ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტუარებზე კი ღრმა ბზარები შეინიშნება.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ასევე იხილეთ: ვრცელდება ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის ახალი ვიდეო კადრები