loader

ბრედ პიტი ავარიაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრედ პიტი ავარიაში მოყვა

ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, რომლის დროსაც ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უმნიშვნელოდ დაზიანდა ავტომანქანები. ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი თავისი მუქი ნაცრისფერი "ტესლას" ფირმის მანქანის საჭესთან იჯდა მაშინ, როდესაც შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, ის ვერცხლისფერ Nissan Altima-ს შეეჯახა, რომელიც, თავის მხრივ, ინერციით შავი ფერის Kia Soul-ს დაეჯახა.

ბრედ პიტმა მანქანა თავადვე დაათვალიერა და მის ყველა დაზიანებას ფოტო გადაუღო. ამის შემდეგ კი ადგილზე თავისი სადაზღვევო აგენტი გამოიძახა. მსახიობი ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა მონაწილეებსაც გაესაუბრა და მათ ინფორმაცია გაუზიარა.


ანჯელინას წონა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია, მსახიობი კიდევ უფრო გამხდარია