loader

იშვიათი კადრები: კიმ ჩენ ინი აღლუმზე ცოლთან ერთად გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იშვიათი კადრები: კიმ ჩენ ინი აღლუმზე ცოლთან ერთად გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ცოლთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. დიქტატორი ხშირად ამაყობს ხოლმე აღლუმებით, თუმცა ამჯერად ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა სახელმწიფო ტელევიზიამ მოგვიანებით გაავრცელა.

გასულ წელს აღლუმი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ღონისძიების გასაშუქებლად უცხოელი ჟურნალისტებიც მიიწვიეს. აღლუმი, ხშირ შემთხვევაში, აპრილში იმართება ხოლმე, ამჯერად კი თარიღის შეცვლას ზამთრის ოლიმპიადას უკავშირებენ - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეაში მიმდინარე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებით უპასუხა.