loader

რა ხდება ბორისპოლის აეროპორტში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიყვანას ელოდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ბორისპოლის აეროპორტში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიყვანას ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილი ჟულიანის, ნაწილი კი "ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართება. ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ივან სლობოდანიუკი ავრცელებს.

მხარდამჭერების ორივე აეროპორტში გადანაწილება სავარაუდოდ იმის გამო გადაწყდა, რომ ამ დრომდე უცნობია ზუსტი ადგილი, თუ სად მიჰყავთ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა არსებული ცნობით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი "ბორისპოლის" აეროპორტში გადაჰყავთ.

დღეს კიევში მდებარე რესტორან "სულუგუნში" ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტირებას აპირებს.