loader

დონალდ ტრამპის რძალი საავადმყოფოში მოხვდა: მან ქმრის სახელზე გამოგზავნილი კონვერტი გახსნა, რომელშიც "თეთრი ფხვნილი" აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპის რძალი საავადმყოფოში მოხვდა: მან ქმრის სახელზე გამოგზავნილი კონვერტი გახსნა, რომელშიც "თეთრი ფხვნილი" აღმოჩნდა

დონალდ ტრამპის რძალი ვანესა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მისი ქმრის, დონალდ ტრამპ უმცროსის სახელზე გამოგზავნილი კონვერტი გახსნა. მასში დაუდგენელი "თეთრი ფხვნილი" აღმოჩნდა, რომელთან კონტაქტის შემდეგ ვანესა ტრამპი შეუძლოდ გახდა. საქმეში პოლიციაა ჩართული.

მოგვიანებით უმცროსმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისი ცოლის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. 2001 წელს აშშ-ში მსგავსი კონვერტებით ციმბირული წყლულის შემცველ ფხვნილს აგზავნიდნენ, რის გამოც 5 ადამიანი დაიღუპა.