loader

ფლორიდის სკოლაში 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფლორიდის სკოლაში 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-მდე დაშავდა. დაჭრილები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ბი-ბი-სის" ცნობით, დანაშაული სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა ჩაიდინა.

მან ავტომატიდან ცეცხლი ჯერ სკოლის ეზოში გახსნა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა და მოსწავლეებს ესროლა.

პოლიცია დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიძახა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.

ფაქტი პრეზიდენტმა ტრამპმა დაგმო და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა. მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ.