loader

ახალგაზრდა, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა, სასამართლოს წინაშე წარდგა: რომელი დაჯგუფების წევრი იყო ნიკოლას კრუზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდა, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა, სასამართლოს წინაშე წარდგა: რომელი დაჯგუფების წევრი იყო ნიკოლას კრუზი

ნიკოლას კრუზმა, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა, ფლორიდის თეთრკანიანი სუპრემასისტების დაჯგუფების წვრთნა გაიარა, - ინფორმაციას TMZ ავრცელებს. დაჯგუფების ლიდერმა ჯორდან ჯერებმა დაადასტურა, რომ კრუზი მათთან ვარჯიშობდა, თუმცა თავდასხმაში დაჯგუფების მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა.

ჯერების ინფორმაციით, სუპრემასისტებთან კრუზი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა მიიყვანა. მოზარდი წვრთნას სამხედრო აქტივობებში გადიოდა.

სუპრემასიზმი არის იდეოლოგია, რომლის მიმდევრებსაც სჯერათ, რომ ადამიანების გარკვეული კლასი სხვებზე აღმატებულია, აღმატებულმა კლასმა კი უნდა აკონტროლოს და მართოს სხვები.

19 წლის ნიკოლას კრუზი ოთხშაბათს ყოფილ სკოლაში შეიარაღებული შევიდა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი.


როგორ გამოიყურება 19 წლის ფლორიდელი მსროლელი, რომელმაც დღეს 17 თანასკოლელი მოკლა

შემზარავი კადრები: რა ხდებოდა საკლასო ოთახში, როდესაც მოზარდმა სროლა დაიწყო