ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - არის მსხვერპლი
მექსიკაში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ოაჰაკის შტატში 50-მდე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა.
ამერიკული წყაროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ცუნამის საშიშროება არ არსებობს. დაღუპულია ორი ადამიანი.
პარალელურად, მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონის მონახულებისას ვერტმფრენმა, რომლითაც მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და ოაჰაკას გუბერნატორი მგზავრობდნენ, კატასტროფა განიცხადა. BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანიც იყო.