loader

29 წლის ქალწული ფეხმძიმედაა - "არც მშობიარობის შემდეგ ვაპირებ კაცთან დაწოლას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

29 წლის ქალწული ფეხმძიმედაა - "არც მშობიარობის შემდეგ ვაპირებ კაცთან დაწოლას"

კანადელი 29 წლის ლორენ რევალსი მართლმორწმუნე რელიგიურ გარემოში გაიზარდა, რის გამოც არასდროს კაცთან არ წოლილა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქალი სულ მალე იმშობიარებს და დედა გახდება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით.

ლორენს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა, რომელსაც მხარი დაუჭირეს მისმა მშობლებმა და ექიმებმაც: პირველი - წმინდა რელიგიური თვალსაზრისით, იგი არც მომავალში აპირებს სქესობრივ ცხოვრებას და მეორე, ეს არის თანდაყოლილი ავადმყოფობა ჰიპოპიტუიტარიზმი, დაავადება, რა დროსაც ჰიპოფიზი ვერ გამოიმუშავებს ჰორმონებს. ამის გამო გოგონამ ჩაიტარა თერაპიული მკურნალობა, რა დროსაც მისი სქესობრივი მომწიფება თანატოლ გოგონებზე უფრო ბევრად გვიან მოხდა.

ლორენი იხსენებს, რომ თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ იმაზე, რომ არ ჰქონდა მკერდი, იყო მსუქანი და პრობლემა ჰქონდა კბილებზე. გოგონა დღესაც გარიყულად ცხოვრობს და ერიდება საპირისპირო სქესთან კონტაქტს. როგორც მომავალი დედა აცხადებს, ბედნიერია იმით, რომ კვლავ ქალწულია, მას ხომ უბრალოდ კოცნაც კი აღიზიანებს. ლორენი მშობიარობის შემდეგაც არ აპირებს სქესობრივ ცხოვრებას.

"იყო შემთხვევა, მაკოცეს და ძალზე უხერხულად ვიგრძენი თავი. არ მინდა, რომ ეს ისევ ოდესმე განმეორდეს" - აღნიშნა ლორენმა.