loader

"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია

სირიის სახელისუფლებო ჯარების თავდასხმის შედეგად 1 კვირის განმავლობაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ჯარები ამბოხებულებით დასახლებულ ტერიტორიას დამასკოსთან ახლოს ინტენსიურად ბომბავენ.

ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, მსხვერპლს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ გუტას დაბომბვის დროს გარდაიცვალნენ, 121 ბავშვია.

სირიის სამთავრობო ძალები, რომელსაც რუსეთი აქტიურად ეხმარება, აღმოსავლეთ გუტას გასული კვირიდან ბომბავენ. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, თავდასხმა გუტაზე რუსული და სირიული თვითმფრინავებიდან ხორციელდება, თუმცა რუსეთი პროცესში პირდაპირ ჩართვას უარყოფს. სახელისუფლებო ჯარები ბომბავენ ტერიტორიას, სადაც 393 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებს. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ღმერთის იმედი აქვთ. იხილეთ სრული სტატია