loader

ბაქოში, ნარკოლოგიურ დისპანსერში გაჩენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაქოში, ნარკოლოგიურ დისპანსერში გაჩენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, ბაქოში, რესპუბლიკური ნარკოლოგიური დისპანსერის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია უწყებების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შენობაში 55 ადამიანი იმყოფებოდა და 31 მათგანის გადარჩენა მოხერხდა. ხანძარი ნარკოლოგიურ დისპანსერში დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში, რომელიც 2 საათი გაგრძელდა, 43 სახანძრო მანქანა და 160 ადამიანი იყო ჩართული.

მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, აალების მიზეზი ელექტროსისტემის გაუმართაობა გახდა.