loader

"თუ არჩევნებზე არ წახვალ, სახლში გეი ჩაგისახლდება" - რუსეთში წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური კლიპი გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ არჩევნებზე არ წახვალ, სახლში გეი ჩაგისახლდება" - რუსეთში წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური კლიპი გამოჩნდა

"თუ არჩევნებზე არ წახვალ, სახლში გეი ჩაგისახლდება" - რუსეთში წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური კლიპი გამოჩნდა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის აგიტაციას ემსახურება...

რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს კლიპი პუტინის მხარდამჭერებმა გადაიღეს და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კამპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან თავად ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ დართეს. ის საარჩევნო კომიტეტმა პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა. ოპოზიციის თქმით, ამ ნაბიჯით კრემლმა არჩევნები უკვე გააყალბა.

მას შემდეგ, რაც კლიპი ინტერნეტში დაიდო, მილიონობით ნახვა და ასობით ათასი კომენტარი დააგროვა. მათ შორის უარყოფითი სჭარბობს... ვიდეორგოლის ავტორობა ყველა სტუდიამ უარყო. მეტიც, ისიც ითქვა, რომ ვიდეო ვირუსულად ვრცელდება და წინასაარჩევნო კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს.

კლიპში არაერთი რუსული სერიალის მსახიობები და შოუს მონაწილეები არიან გადაღებული, მათ შორისაა მსახიობი სვეტლანა გალკი, რომელიც კლიპში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს...

ვიდეოში ავტორები ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მინიშნებებს აკეთებენ. 3 წუთიან კლიპში მოთხრობილია "მოსალოდნელ საშინელ მომავალზე", იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მოქალაქე, 18 მარტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მთავარი გმირი, 52 წლის მამაკაცი გადაწყვეტს, არ წავიდეს არჩევნებზე, რის შემდეგაც ის ნახულობს სიზმარს, თუ როგორ მიჰყავთ "მრავალეროვან ჯარში", მისი შვილი, რომელიც საბჭოთა დროინდელ სამოსშია ჩაცმული, 4 მილონს მამას სთხოვს.

ერთი სიტყვით, არჩევნებზე, რომელსაც კლიპის გმირმა მამაკაცმა ინგორირება გაუკეთა, გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელმაც ახალი კანონები შემოიღო, მათ შორის ის, რომ სამხედრო კომისარიატს შავკანიანი ხელმძღვანელობს.

ვიდეოს ავტორი ასევე აქცენტს აკეთებს სექსუალურ უმცირესობაზე: ყველა ოჯახი ვალდებულია შეიფაროს არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი, რომელიც პარტნიორის გარეშე დარჩა. თუ მას ვერ იპოვის, მასზე ბინის პატრონმა მამაკაცმა უნდა იზრუნოს, მათ შორის სექსუალური თვალსაზრისითაც.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების თქმით, გარდა იმისა, რომ კლიპი აბსოლუტურად დაბალი დონისა და უგემოვნოდ გაკეთებულია, ასევე წარმოაჩენს იმას, თუ როგორ აფასებს ხელისუფლება თავისი ამომრჩევლის ინტელექტს, მის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე, მოსახლეობის გონებრივ შესაძლებლობას; ასევე მის დამოკიდებულებას განსხვავებული ცხოვრების წესსა და კულტურაზე და ბოლოს , - ქადაგებს რაზიმზსა და სექსუალურ უმცირესობაზე აგრესიას , რაც შეურაცხმყოფელია. რუსი საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, - ეს არის რეალობა, როდესაც თავად სახელმწიფო, კრემლი, ადამიანებს "მრავალეროვან" ჯარში წაყვანით აშინებს, ისევე, როგორც ჰომოსექსუალიზმითა და რასიზმით.

თუმცა, გამოცემა "მკ.რუ" -ს ცნობით, არიან ისეთებიც ვისაც მიაჩნია, რომ "ცუდ კლიპში" ახლა მსოფლიოში არსებული პრობლემებია წარმოჩენილი და მასში საგანგაშო და მიუღებელი არაფერია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე