loader

სირიელი ბავშვები მოსახლეობის დასახმარებლად შემოსულ საკვებით სავსე მანქანებს ტაშით ეგებებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიელი ბავშვები მოსახლეობის დასახმარებლად შემოსულ საკვებით სავსე მანქანებს ტაშით ეგებებიან

სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში მოსახლეობის დასახმარებლად გაეროს სატვირთო მანქანები შევიდნენ.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მანქანების კოლონას თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ ღუტაში შესვლის საშუალება პირველად მიეცა. ტვირთს ქალაქ დოუმაში 9 საათის განმავლობაში ცლიდნენ, თუმცა 40-ზე მეტი მანქანიდან 10-ის დაცლას ხელი ინტენსიურმა სროლამ შეუშალა.

აქტივისტების ინფორმაციით, შეთანხმების მიუხედავად, სირიის არმია ტერიტორიას მაინც ბომბავდა. ბოლო კვირების განმავლობაში სულ მცირე, 719 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ბევრი ბავშვია.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი საჯად მალიკი "ტვიტერზე" წერდა, რომ სროლის მიუხედავად, მაქსიმალურად შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტი ტვირთის დაცლა მოესწროთ.