loader

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცის მეუღლე და როგორია მილიარდერის ოჯახური ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცის მეუღლე და როგორია მილიარდერის ოჯახური ცხოვრება

"ბლუმბერგის" შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება 104 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს პირველი ტრილიონერი შესაძლოა სწორედ ჯეფ ბეზოსი გახდეს.

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები ამაზონის დაარსებამდე დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს საინვესტიციო ფირმაში (D. E.) შეხვდნენ, სადაც ჯეფი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მისი მომავალი მეუღლე ასოცირებული მკვლევარი იყო.

ჯეფ ბეზოსი ერთ-ერთ ინტერვიუში მის მეუღლეს ახასიათებს, როგორც საზრიან და ჭკვიან ადამიანს. მისი თქმით, ძალიან გაუმართლა, როცა თავის დროზე სამსახურში მაკენზის რეზიუმე შეარჩია. მაკენზიმ ჯეფ ბეზოსის ფირმაში დაიწყო მუშაობა და ისინი ოფისის მეზობლები გახდნენ. ინტერვიუში ბეზოსი აღნიშნავდა, რომ მას მისი ღიმილი შეუყვარდა.