loader

კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ დაეჯახა უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ასაკოვან მამაკაცს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ დაეჯახა უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ასაკოვან მამაკაცს

უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი გუშინ მოხუც მამაკაცს დაეჯახა. ინციდენტი ინსტიტუტისა და შელკოვიჩნის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. შესაბამის ვიდეომასალას გამოცემა "სტრანა.უა" აქვეყნებს.

ვიდეომასალიდან ჩანს, რომ პატრულის თანამშრომელი, რომელიც მოძრაობას არეგულირებს, გზაჯვარედინზე მოძრაობას აჩერებს, რათა პრეზიდენტის კორტეჟმა გაიაროს. მან კორტეჟის პირველი მანქანა - პოლიციის ავტომანქანა გაატარა. ამ დროს გზაზე ასაკოვანი მამაკაცი გადადიოდა, რომელსაც დიდი სისწრაფით კორტეჟის მეორე ავტომანქანა დაეჯახა.

მომხდარის შემდეგ მამაკაცთან პატრულმა მიირბინა. ამავდროულად, მან კორტეჟის დანარჩენ წევრებს ანიშნა, რომ გაეგრძელებინათ სვლა - ცხრა ავტომანქანამ ძირს დავარდნილ ადამიანს გვერდი აუქცია ისე, რომ არც ერთი მათგანი არ შეჩერებულა. ავტომანქანა, რომელმაც მამაკაცს დაარტყა, ადგილზე დარჩა.

მოხუცი 88 წლისაა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული. უკრაინული მედიის ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.