loader

ბრიტანეთში რუსი ოფიცერი და მისი ქალიშვილი მოწამლეს - რუსეთი ჯაშუშებს აფრთხილებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანეთში რუსი ოფიცერი და მისი ქალიშვილი მოწამლეს - რუსეთი ჯაშუშებს აფრთხილებს?

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკრიპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს... თავდაპირველი ვერსიით, ისინი სავაჭრო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოიწამლნენ, თუმცა, შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ისინი მიზანმიმართულად მოწამლეს.

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მამა-შვილი უცნობი ნივთიერებით მოწამლეს, თუმცა ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხები უახლოეს დღეებში იქნება. არადა, როგორც BBC წერს, შესაძლოა, ამ ფაქტის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური კრიზისი გამწვავდეს. წაიკითხეთ გაგრძელება