loader

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს. რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ამით დამტკიცდა, რომ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერისთვის წაყენებული ბრალდება დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა.

პროკურატურაში კი განმარტეს, რომ გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.