loader

ემოციური კადრები: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც 18 წელი ციხეში სხვისი დანაშაულისთვის იჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც 18 წელი ციხეში სხვისი დანაშაულისთვის იჯდა

პოლონეთში ისტორიული სასამართლო პროცესი გაიმართა. 42 წლის მსჯავრდებული ტომაშ კომენდა 18-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა, თითქმის ნახევარი ცხოვრება ციხეში უდანაშაულოდ გაატარა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტომაშ კომენდას საქმეში გაყალბებული მტკიცებულებების ფაქტზე ახალი გამოძიება დაიწყო. მამაკაცი, რომელმაც 18 წელი გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით გაატარა ციხეში, პატიმრობიდან 15 მარტს გათავისუფლდა. ქვეყნის პროკურატურამ მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი ახალი ფაქტები წარადგინა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაირკვევა, რა იყო 18 წლის წინ სასამართლოში მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მიზეზი: ნამდვილი დამნაშავის დამალვა, საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ თითქოს დამნაშავის პოვნა მოხერხდა, თუ მართლმსაჯულების შეცდომა.

სასამართლო სხდომაზე, გათავისუფლების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომენდამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

მოგვიანებით, მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხეში სასტიკად სცემდნენ. მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, თუმცა მაინც არ დაუკარგავს იმედი, რომ ოდესმე მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. ტომაშ კომენდას 25-წლიანი პატიმრობა 2000 წელს მიუსაჯეს. ახლა, უდანაშაულო პატიმრის საქმეს პოლონეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს.