loader

საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქების - ოპოჩ-ნოსა და კონს-კიეს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი, ყველა მათგანი ასევე საქართველოს მოქალაქეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები კონსულმა მოინახულა. წინასწარი ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. დღეიდან განახლდება იურიდიული სამუშაოები, რის შემდეგაც გარდაცვლილი მამაკაცების სამშობლოში გადმოსვენების პროცედურა დაიწყება.