loader

"ბაბახ! ჩაისვარეთ?!" - ნადეჟდა სავჩენკოს ახალი სკანდალური ვიდეორგოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბაბახ! ჩაისვარეთ?!" - ნადეჟდა სავჩენკოს ახალი სკანდალური ვიდეორგოლი

სოციალურ ქსელში რადას დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: "სავჩენკომ უკრაინის უმაღლესი რადა ააფეთქა". დეპუტატი ცარიელი რადას ფონზე დგს, შენობის აფეთქების იმიტირებას ცდილობს და ამბობს "ბაბახ! ჩაისვარეთ?!". ვიდეორგოლი სავჩენკომ უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ბრალდების საპასუხოდ ჩაწერა. მოგეხსენებათ, პროკურორი რადას დეპუტატს ტერაქტის მოწყობის დაგეგმვაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას აპირებდა.