loader

13 წლის გოგონამ პნევმატური იარაღით 7 ბავშვი დაჭრა - შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13 წლის გოგონამ პნევმატური იარაღით 7 ბავშვი დაჭრა - შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა

რუსეთში, კურგანის ოლქის ქალაქ შადრინსკის სკოლაში 13 წლის გოგონამ ამავე სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ "ტასს" რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში განუცხადეს.

"დღეს დილით შადრინსკის ერთ-ერთ სკოლაში, შესვენებაზე 13 წლის გოგონამ მამის კუთვნილი პნევმატური პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა. მსუბუქი სახის დაზიანებები მე-7 კლასის შვიდმა მოსწავლემ მიიღო. სკოლაში პოლიციელები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ", - განაცხადეს უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექიმებიც მივიდნენ. დაშავებულთა უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

"წინასწარი მონაცემებით, ერთი ბავშვი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა", - აღნიშნეს რუსეთის შსს-ში.