loader

როგორ აღებინა ჯორჯ ბუშმა იაპონიის პრემიერის კალთაში: 1992 წლის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აღებინა ჯორჯ ბუშმა იაპონიის პრემიერის კალთაში: 1992 წლის კადრები

უფროსი ბუში, ალბათ, პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაზე... აღებინა, თანაც პრემიერ-მინისტრის მხარზე. ეს შემთხვევა 1992 წლის 8 იანვარს მოხდა. ამ წელს ბუში ორკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზიის ქვეყნებში და სახელმწიფო ბანკეტის დროს სუფრაზე შეუძლოდ გახდა.

პრეზიდენტმა ჯერ თავი ჩაქინდრა, შემდეგ კი გულისრევა დაეწყო და იაპონიის პრემიერ კიიჩი მიაძავას მხარზე აღებინა. პირველი ლედი ბარბარა ბუში მაშინვე წამოდგა და მეუღლეს სახეზე ხელსახოცი ააფარა, თუმცა უკვე გვიანი იყო... ABC News-ის ჟურნალისტმა მოახერხა აღნიშნული მომენტის გადაღება, რის შემდეგაც კარგა ხნის მანძილზე ჯორჯ ბუში-უფროსი გაზეთების ჰედლაინებისა და ღამის შოუების მთავარი გმირი იყო. ამასთან, იაპონიაში სიტყვა "ღებინების" ახალი ფორმა დამკვიდრდა - ბუშუ სურუ, ანუ „ბუში გააკეთა“.