დღესვე, რადას საპროცედურო კომიტეტმა უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოს, თავად სავჩენკოსა და რადას დეპუტატების გამოსვლების შემდეგ, პარლამენტს ურჩია სავჩენკოსთვის იმუნიტეტი მოეხსნა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სახალხო დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოსა და ტყვეების განთავისუფლების ცენტრის, „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელს ვლადიმერ რუბანს ნაღმტყორცნები და იარაღი გადმოჰქონდათ დონბასის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან. გარდა ამისა, იური ლუცენკომ სავჩენკო პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილად დაასახელა.