loader

"ეს მარტო რუსეთის კი არა, დედამიწის უმაღლესი მმართველია" - ჟირინოვსკის დამპყრობლური განცხადება პუტინის არჩევნებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს მარტო რუსეთის კი არა, დედამიწის უმაღლესი მმართველია" - ჟირინოვსკის დამპყრობლური განცხადება პუტინის არჩევნებზე

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მორიგი რეაქციული განცხადება გააკეთა.: "...დღეს ჩვენ ვიმყოფებით წინასაომარ ვითარებაში. რუსეთის მისამართით მოდის მუქარები ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, ბერლინიდან. დღეს ჩევნი ხალხი ირჩევს რუსული სამყაროს უმაღლეს მეთაურს, იმ რუსული სამყაროსი, რომლის საზღვრებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ მოგვინიშნავს. ხალხი ირჩევს რუსული მიწის პატრონს. ეს მარტო რუსეთის კი არა, დედამიწის უმაღლესი მმართველია. ვერავინ ვერაფერს გააკეთებს რუსეთის გარეშე. ყველა ხვდება, რომ ირჩევენ პლანეტა დედამიწის უფროსს, 7 მილიარდი ადაიანის უფროსს, ვისთვისაც ჩვენ ნამდვილი მშვიდობა გვინდა... ძალიან მინდა, რომ ყველას ესმოდეს კრემლის კურანტების რეკვა და ყველამ კარგად იცოდეს რუსული ენა. ჩვენ არავინ მივცემთ უფლებას, დაიწყოს ახალი ომი!.. ხვალ რუსეთის მილიონობით მოქალაქე სიამაყის გრძნობით დაუბრუნდება საკუთარ საქმეებს, რომ მოსკოვი მსოფლიოს დედაქალაქია და ვერავინ გაბედავს დაგვემუქროს!"