loader

რამზან კადიროვი - ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამზან კადიროვი - ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს

ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელთან აბუბაქარ ედელგერიევთან ისაუბრა. კადიროვის თქმით, საქართველოში მიმავალი გზა ერთ-ერთია იმ ოთხი პროექტიდან, რომელთა განხორციელებისთვისაც რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის.

"საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, გროზნოში აეროპორტის აღდგენის მეორე ეტაპის დასრულებაზე და ჩეჩნეთის შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის დასრულებაზე. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობაზე განაცხადი გახდეს", - განაცხადა კადიროვმა.

აბუბაქარ ედელგერიევის განცხადებით, ეს პროექტი ახლა განხილვის სტადიაში იმყოფება.