loader

კიევის პროკურორი რეალითი შოუში ცოლთან ერთად გაშიშვლდა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევის პროკურორი რეალითი შოუში ცოლთან ერთად გაშიშვლდა (+18)

კიევის პროკურატურის პროკურორ ოლეგ ბილოუსს შეუფერებელი საქციელის გამო მკაცრი საყვედური გამოუცხადეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა უკრაინულ რეალითი შოუში "ЛавЛавСаr" სრულიად გაიხადა.

ბელოუსი შოუში მეუღლესთან - დიანასთან ერთად მონაწილეობდა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. რეალითი შოუსი ტელეკომპანია ТЕТ-ის ეთერში გადის და მისი მონაწილეები სხვადასხვა გამოცდას გადიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი "გამოცდის" დროს, მონაწილეები წრეში დასხდნენ და თამაშის პროცესში თანდათან სრულიად გაიხადეს.

უკრაინის პროკურორთა დისციპლინარული კომიტეტის განცხადებით, ბელოუსი მთელი შოუს განმავლობაში "არაკორექტულად და უმსგავსოდ" იქცეოდა, იყენებდა უცენზურო ლექსიკას, კოცნიდა შოუს სხვა მონაწილეებს და "იმყოფებოდა შიშველ მდგომარეობაში კონკურსანტების გვერდით მთელი 4 წუთის განმავლობაში".

კომისიის წევრების მოსაზრებით, პროკურორი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის შეიძლება იცნონ პოლიციელებმა, კოლეგებმა და მოსამართლეებმა. მსგავსი საქციელით კი მან დაარღვია პროფესიონალური ეთიკა.

თავად ბელოუსმა კი განაცხადა, რომ შოუში მონაწილეობდა სამსახურიდან თავისუფალ დროს და გადაცემაში აფიშირებას არ უკეთებდა მის საქმიანობას. ამასთან პირობა დადო, რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებს. მისივე თქმით, შოუში მონაწილეობა მისი დის დასახმარებლად გადაწყვიტა, რომლისთვისაც სწავლის საფასურის გადახდა სურდა.