loader

"შენ დაანგრიე ჩემი ცხოვრება" - დედა 3 წლის ბავშვს უმოწყალოდ სცემს და უყვირის, კადრები ძიძამ გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ დაანგრიე ჩემი ცხოვრება" - დედა 3 წლის ბავშვს უმოწყალოდ სცემს და უყვირის, კადრები ძიძამ გადაიღო

ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც სამი წლის ბიჭს დედა უმოწყალოდ სცემს. Mirror-ის ინფორმაციით, კადრები ბავშვის ძიძამ არგენტინაში გადაიღო.

ვიდეოში ჩანს, რომ დედა ცდილობს, ბავშვს ტანსაცმელი ჩააცვას და უყვირის, რომ შვილმა მას ცხოვრება დაუნგრია.

კადრებში ისმის ბავშვის ტირილი, დედა კი ჩაცმის დროს მას სცემს. ძიძამ ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა. პოლიციამ დედის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

სამართალდამცველებმა მოძალადე ქალი დაიჭირეს, ბავშვი კი მამასთან წაიყვანეს, მშობლები ერთმანეთს დაშორებულები არიან. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბავშვი მამის დანახვისას ძალიან ბედნიერი იყო.

როგორც გაირკვა, ყოფილმა ქმარმა ბავშვზე ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა.

სასამართლო პროცესი ბავშვის არასათანადოდ მოპყრობის საფუძველზე უახლოეს დღეებში დაიწყება.