loader

ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს: "უარყავი სერჟი!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს: "უარყავი სერჟი!"

რამდენიმე დღეა, ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს - ადგილობრივი მოსახლეობა სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის, მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგია. ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებს და დედაქალაქის აქციებს ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი უძღვება.

"უარყავი სერჟი" - რამდენიმეათასიანი აქციები ამ სახელწოდებით, თითქმის ერთი კვირაა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სიმშვიდეს ურღვევს... აქციებზე სომხეთში მნიშვნელოვან ცვლილებებს და სარგსიანის "მაფიოზური გავლენების" მოშორებას ითხოვენ. პაშინიანი რადიკალური ნაბიჯებით იმუქრება და საჭიროების შემთხვევაში დეპუტატებისთვის ალყის შემორტყმასაც გეგმავს, რათა პრემიერის არჩევის პროცესი ჩაიშალოს.

Кавказский узел-ის კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები მას ქვეყნისთვის ზიანის მომტან ლიდერად მიიჩნევენ, რომელმაც პრეზიდენტობის დროს ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა. სრული სტატია იხილეთ ambebi.ge-ზე