loader

ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
ბიბილოვი სირიის დელეგაციას იალტაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს. "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობაში იცხოვრებს. ამაში დიდ წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.