loader

"მე შევცდი" - რა ხდებოდა ერევნის ქუჩებში, როდესაც სერჟ სარგსიანი გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე შევცდი" - რა ხდებოდა ერევნის ქუჩებში, როდესაც სერჟ სარგსიანი გადადგა

ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მის გადადგომას ეხება.

"შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი, თუმცა მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებს.