loader

დარბეული რესტორნები და კაფეები, რამდენიმე დამწვარი ავტომობილი - პარიზში პოლიციამ 209 ადამიანი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარბეული რესტორნები და კაფეები, რამდენიმე დამწვარი ავტომობილი - პარიზში პოლიციამ 209 ადამიანი დააკავა

პარიზში, საპირველმაისო დემონსტრაციაზე პოლიციამ 209 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ რადიოსადგური France Info პარიზის პოლიციის პრეფექტზე, მიშელ დელპუეშზე დაყრდნობით იუწყება. მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციას თან ახლდა არეულობები. მსვლელობის დროს ნიღბიანმა 1200-მა ახალგაზრდამ დაარბია რესტორნები და კაფეები, დაწვეს რამდენიმე ავტომობილი.

პოლიციას, რომელიც თავიდან მომხდარზე არ რეაგირებდა, საბოლოო ჯამში, ცრემლსადენი გაზისა და წყლის გამოყენება დასჭირდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები.