loader

საზარელი ტრაგედია რუსეთში: 27 წლის დედამ 2 მცირეწლოვანი შვილი ჯერ დაახრჩო, შემდეგ კი დაწვა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ტრაგედია რუსეთში: 27 წლის დედამ 2 მცირეწლოვანი შვილი ჯერ დაახრჩო, შემდეგ კი დაწვა (+18)

საშინელი ტრაგედია დატრიალდა რუსეთის ქალაქ ნიჟეგოროდსკში: 27 წლის დედამ საკუთარი ხელით დაახრჩო 2 მცირეწლოვანი შვილი. ელენა კარიმოვამ ბავშვები ჯერ მანქანაში გაგუდა, შემდეგ კი მათი სხეულები დაწვა. დედის განცხადებით, მას შვილების რჩენა არ შეეძლო. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, 27 წლის ქალს მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე კურორტის საგზური ჰქონდა ნაყიდი. მისი ფინანსური პრობლემების შესახებ მეგობრებმა არაფერი იცოდნენ. გარეგნულად ქალი შეძლებულად გამოიყურებოდა: ყიდულობდა ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს და იხდიდა დიდ თანხას ავტომობილის განვადებისთვის. ელენა კარიმოვა შვილებთან ურთიერთობაშიც თბილი და მოსიყვარულე იყო.